Belive

მუნდიალი 2022 | ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხორვატიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ზლატკო დალიჩმა, მსოფლიო ჩემპიონატისათვის შემადგენლობა დაასახელა.

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში 26-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა.

ხორვატიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: დომინიკ ლივაკოვიჩი, ივიცა ივუსიჩი, ივო გრბიჩი.

მცველები: დომაგოი ვიდა, დეიან ლოვრენი, ბორნა ბარისიჩი, იოსიპ იურანოვიჩი, იოსკო გვარდიოლი, ბორნა სოსა, იოსიპ სტანისიჩი, მარტინ ერლიჩი, იოსიპ სუტალო.

ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი, მატეო კოვაჩიჩი, მარსელო ბროზოვიჩი, მარიო პასალიჩი, ნიკოლა ვლასიჩი, ლოვრო მაიერი, კრისტიან იაკიჩი, ლუკა სუჩიჩი.

თავდამსხმელები: ივან პერისიჩი, ანდრეი კრამარიჩი, ბრუნო პეტკოვიჩი, მისლავ ორსიჩი, ანტე ბუდიმირი, მარკო ლივაია.

შეგახსენებთ, მუნდიალზე ხორვატიის ნაკრები F-ჯგუფში ბელგიის, კანადისა და მაროკოს წინააღმდეგ იასპარეზებს. 23 ნოემბერს, ქვეჯგუფის პირველ შეხვედრაში, ხორვატია მაროკოს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები