"ბარსელონას" ცენტრალური მცველი, ხერარ პიკე ესპანურ კლუბს შეიძენს.
"ლა ლიგა 2"-ის გუნდის შეძენა, ხერარ პიკემ კლუბის ფინანსური პრობლემების გამო გადაწყვიტა. "რეუს დეპორტიუ" კატალონიური გუნდია და პრობლემების გამო ფეხბურთელებს უკვე თვეების ხელფასი არ აუღიათ. "ლა ლიგა 2"-ში კი "რეუსი" ბოლო ადგილზეა.
"რეუსის" გენერალური დირექტორი ჟოან ოლივერია, რომელიც "ბარსელონაში", ჟოან ლაპორტას პრეზიდენტობის დროს, მაღალ თანამდებობაზე მშაობდა. როგორც ოლივერმა განაცხადა, კლუბი მოლაპარაკებებს ახლო აღმოსავლეთთან და ჩინეთთან აწარმოებს.
5 დეკემბრამდე კლუბმა ვალი უნდა გადაიხადოს, რომელიც 5,3 მილიონ ევროს შეადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას გარე ადმინისტრირება ემუქრება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის და რა ფასად შეიძენს პიკე "რეუს დეპორტიუს".