Belive

ხავის კუნდესთან პრობლემები აქვს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჟულ კუნდეს "ბარსელონას" რიგებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში არ სურს. ფრანგმა თითქმის მთელი სეზონი ამ ფლანგზე გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ კუნდე ცენტრალური მცველია, მარჯვენა მცველების სიმცირის გამო, მას ამ პოზიციაზე თამაში უწევს.

როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ განაცხადა, ზემოხსენებული სიტუაციის მიუხედავად, კლუბი ახალი მარჯვენა მცველი დამატებას არ განიხილავს.

თუმცა, შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს. კუნდეს მისი ამჟამინდელი პოზიცია არ მოსწონს და ამის შესახებ ხავისაც განუცხადა. ფრანგს დაცვის ცენტრში თამაში სურს, რაც მისთვის უფრო მშობლიურია. ინტერესთა კონფლიქტის გამო ხავისა და კუნდეს შორის გარკვეული პრობლემები შეიქმნა. MARCA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კუნდე გუნდიდან წასვლასაც კი ითხოვდა, თუმცა ეს მხოლოდ ჭორია.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი მცველი "ბარსელონას" გასულ წელს 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. კუნდემ კატალონიელთა რიგებში ყველა ტურნირზე 82 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლის გატანაც შეძლო.

სხვა სტატიები