ხავიმ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და საუკეთესოები ივარაუდა
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ბარსელონას ლეგენდარულმა ფეხბურთელმა - ხავი ერნანდესმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და საუკეთესოები ივარაუდა.
ალბათ არავისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ მან მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად და გამარჯვებულად ესპანეთის ნაკრები ივარაუდა.
მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული - ესპანეთი
მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი - ლამინე იამალი
მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენა გუნდი - მაროკო
მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი - ლამინე იამალი
მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - პედრი.
Xavi giving his World Cup predictions! ✨
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) January 20, 2026
• Champion: Spain.
• Topscorer: Lamine Yamal.
• Surprise team: Morocco.
• Best player: Lamine Yamal.
• Best young player: Pedri. pic.twitter.com/WAWDy8PX7y
შეგახსენებთ, რომ თავად ხავი ფეხბურთელობის რანგში 2010 წლის მსოფლიოსა და 2-გზის ევროპის ჩემპიონია (2008, 2012 წლები).
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ, 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.