Belive

ხავიმ დაასახელა ნაპოლის ფეხბურთელი, რომლის ხილვასაც ბარსელონაში ისურვებდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,ნაპოლისთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა ნეაპოლელთა შემტევი ტრიოს გარდა, ლობოტკაც გამოარჩია:

,,ველოდები ნაპოლის, რომელიც მაღალ პრესინგს გამოიყენებს. ამ გუნდს უმაღლესი დონის შემტევი ტრიო ჰყავს. ეს არის დიდი თამაში დიდ კლუბთან - იტალიის მოქმედ ჩემპიონთან. ამ მატჩში ფავორიტი არ არსებობს და შანსები 50-50-ზეა! გულშემატკივრებმა მხარი უნდა დაგვიჭირონ, ჩვენ კი საკუთარი თვისებები უნდა გამოვავლინოთ.

ახალ მწვრთნელთან ერთად მეტოქის თამაში გაუმჯობესდა, თუმცა მათზე უკეთესები ვიყავით ნეაპოლში და საკუთარ მოედანზეც ასე უნდა იყოს.

თავდაჯერებულები ვართ! ვხვდებით გუნდს, რომელიც ახლა საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ გასულ სეზონში სერია A მოიგო. სავსე სტადიონი გვჭირდება.

ნაპოლის შემტევები მომწონს - კვარა, ოსიმენი, პოლიტანო… თუმცა, ასევე მომწონს, როგორ იცავენ ისინი თავს. ლობოტკას გამოვარჩევდი, რომელიც ბურთს ინარჩუნებს, მის ხილვას ვისურვებდი ისეთ გუნდში, როგორიც ბარსელონაა.” - ხავი

ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ბარსელონა” ,,ნაპოლის” უმასპინძლებს.

გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

სხვა სტატიები