Belive

ხავიერ პასტორემ პსჟ-დან წასვლის მიზეზი დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ელჩეს'' ნახევარმცველმა, ხავიერ პასტორემ, განმარტა თუ რატომ გადაწყვიტა ,,პარი სენ ჟერმენის'' დატოვება. არგენტინელი ფეხბურთელი პარიზულ გუნდში გატარებული 7 სეზონის შემდეგ, 2018 წელს ,,რომაში'' გადავიდა.

,,პსჟ-ს ჩემი გაშვება არ სურდა და მათ 5-წლიანი კონტრაქტიც შემომთავაზეს. თუმცა, უარი ვთქვი, რადგან მაშინ ამ გუნდის დონეს ვერ ვაკმაყოფილებდი.

ხელმძღვანელებს გუნდიდან გაშვება ვთხოვე, რადგან მათი პროექტი ჩემი დონისთვის ზედმეტად ამბიციური იყო,'' - პასტორეს სიტყვებს Le Parisien-ი ციტირებს.

პასტორე ,,პსჟ-ში'' 2011-2018 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად ლიგა 1 (5-ჯერ), საფრანგეთის თასი (2-ჯერ), ლიგის თასი (5-ჯერ) და სუპერთასი (4-ჯერ) მოიგო.

არგენტინელის ანგარიშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 269 შეხვედრაში 45 გოლი და 61 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები