Belive

ხავი ჟურნალისტს: ,,ჩემზე ყოველთვის უარყოფით ვარაუდებს გამოთქვამ''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლას პალმასთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, ,,ბარსელონას'' მთავარი მწვრთნელი, ხავი, ,,რეალთან'' 10-ქულიანი ჩამორჩენის (გუშინდელ მატჩამდე გუნდებს შორის 10-ქულიანი სხვაობა იყო) შესახებ დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა:

,,რეალს 10 ქულით ჩამოვრჩებოდით? თქვენ ჩემზე ყოველთვის უარყოფით ვარაუდებს გამოთქვამთ! ამას სხვა მწვრთნელებთან არ აკეთებთ...

მოვიგეთ და ასეთი ჩამორჩენა არ არსებობს, ასე რომ, ამაზე საუბარი აბსურდულია, არა?!'' - ხავი

ლა ლიგის მე-19 ტურში ,,ბარსელონამ'' ,,ლას პალმასთან'' სტუმრად 2:1 იმარჯვა.

19 ტურის შემდეგ, ხავის გუნდს 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა. პირველ ადგილს 48 ქულით მადრიდის ,,რეალი'' იკავებს.

სხვა სტატიები