Belive

ხავი: ,,ჟირონას თუ ვერ დავამარცხებთ, კატასტროფა იქნება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,ჟირონასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,წინა სეზონთან შედარებით, შესანიშნავ მდგომარეობაში ვართ - ლა ლიგაში ვლიდერობთ, კოპა დელ რეის ნახევარფინალში გავედით და სუპერთასი მოვიგეთ. მშვენიერი პერიოდია.

ეს ,,ბარსელონაა'' და ჩვენ ,,ჟირონას'' უნდა მოვუგოთ. თუ ვერ გავიმარჯვებთ, კატასტროფა იქნება. მოდით, თამაშის დაწყებამდე, ჩვენი ამჟამინდელი პოზიციით დავტკბეთ. რთული შეხვედრა გველის. როგორც ,,ჟირონას'' მწვრთნელმა თქვა, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ, ჩვენზე ზეწოლაა, რადგან ლა ლიგის მოგება გვსურს, '' - ხავის სიტყვებს Marca ციტირებს.

დღეს, ლა ლიგის მე-19 ტურში, ,,ბარსელონა'' ,,ჟირონას'' ესტუმრება. 17 მატჩის შემდეგ, ხავის გუნდს 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

სხვა სტატიები