Belive

ხავი: ,,როცა ბარსა რეალს 1:0-ს უგებს, ჩვენი სტილი განიხილება, პირიქით რომ ყოფილიყო, ეროვნული ზეიმი იქნებოდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ვალენსიათან'' მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარ მწვრთნელს, ხავის, ,,რეალთან'' მოგებულ შეხვედრაზე ჰკითხეს:

,,უდავოა, რომ ,,ბარსელონა'' მსოფლიოს ყველაზე რთულად სამართავი გუნდია. როცა ,,რეალს'' 1:0-ს ვუგებთ, ჩვენი სათამაშო სტილი განიხილება, პირიქით რომ ყოფილიყო, ეროვნული ზეიმი იქნებოდა.

აბსურდულია იმაზე ფიქრი, რომ ,,რეალთან'' მატჩში დაცვითი სტილი ავირჩიეთ. ამის გაკეთება მათ გვაიძულეს, ეს ძალიან მარტივი გასაგებია. ეს ჩვენი გეგმა არ ყოფილა.

ხალხი რომ დაარწმუნო, აქ მხოლოდ გამარჯვება საკმარისი არ არის. ბედნიერი ვარ, რომ მადრიდში მოვიგეთ, მაგრამ სუპერთასის ფინალის შემდეგ ბევრად უფრო ბედნიერი ვიყავი,'' - ხავის სიტყვებს As-ი ციტირებს.

ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში ,,ბარსელონამ'' ,,რეალს'' სტუმრად 1:0 მოუგო.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 6 აპრილს, კატალონიაში გაიმართება.

სხვა სტატიები