Belive

ხავი: ,,ნეიმარი ჩვენს გეგმებში არ შედის''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიური გუნდი ნეიმარის გადაბირებით ინტერესდება:

,,ეს სიურპრიზია. ნეიმარს, როგორც ადამიანს და ფეხბურთელს, პატივს ვცემ. ის შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ ჩვენს გეგმებში არ შედის,'' - განაცხადა ხავიმ.

გუშინ RMC Sport-მა დაწერა, რომ ,,პსჟ'' ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს და მათ შორის ნეიმარიცაა.

31 წლის ბრაზილიელმა გასულ სეზონში ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 29 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები