Belive

ხავი: ,,მსაჯს ვუთხარი, რომ მისი გადაწყვეტილება კატასტროფული იყო''

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,პარი სენ ჟერმენთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,უკმაყოფილო და გაბრაზებული ვარ... როცა სრული შემადგენლობით ვთამაშობდით, კარგად ორგანიზებული გუნდი ვიყავით. ასეთ მატჩში ფეხბურთელის გაძევება, ძალიან დიდი დანაკარგია. წითელი ბარათის შემდეგ, სრულიად განსხვავებული მატჩი ვიხილეთ. 10 ფეხბურთელით თამაში ძალიან რთულია. სამწუხაროა, რომ მთელი სეზონის მუშაობა მსაჯის გადაწყვეტილებით დასრულდა.

მსაჯს ვუთხარი, რომ მისი გადაწყვეტილება კატასტროფული იყო! მან თამაში მოკლა და ყველაფერი შეცვალა. მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ეს უნდა ითქვას, გაჩუმება არ შეიძლება!

ბარსელონა ისევ ეცდება! ვიტყოდი, რომ ღირსეული ტურნირი ჩავატარეთ...'' - ხავი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ბარსელონა'' ,,პარი სენ ჟერმენთან'' 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

პარიზული გუნდის მეტოქე ნახევარფინალში დორტმუნდი იქნება, რომელმაც დღეს ,,ატლეტიკოს'' მოუგო.

სხვა სტატიები