Belive

ხავი: "მინდა რომ მესი ბარსელონაში დაბრუნდეს"

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა ბოლო პერიოდის განმავლობაში გააქტიურებული თემის, ლიონელ მესის კატალონიურ კლუბში დაბრუნების შესახებ კომენტარი გააკეთა.

"მინდა, რომ მესი დაბრუნდეს. ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, მაგრამ ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული. ბევრი რამ თავად ლეოზეა დამოკიდებული: იქნება თუ არა აქ ბედნიერი და მზად არის თუ არა დასაბრუნებლად", - თქვა ხავიმ.

ამავე დროს, აღნიშნულთან დაკავშირებით "ბლაუგრანას" ვიცე-პრეზიდენტმა რაფა იუსტემ ისაუბრა და თქვა, რომ 7 ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან საუბარი ჰქონდა.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ფეხბურთელმა “ბარსაში” 21 წელი გაატარა, ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა და 10 ლა ლიგა. კლუბის მაისურით მან 520 შეხვედრაში 474 გოლი გაიტანა და 216 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები