Belive

ხავი: ,,მართალია, რეალს სუპერთასზე მოვუგეთ, მაგრამ ელ კლასიკოში ფავორიტები ისინი არიან''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, მადრიდის ,,რეალთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენ ტიტულის მოგების შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს. ვიცით, რომ ,,რეალი'' ძალიან საშიში მეტოქეა, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. ვფიქრობ, თასის ფინალისტის ბედი ,,კამპ ნოუზე'', საპასუხო მატჩში გადაწყდება.

,,რეალი'' ფავორიტად რჩება, რადგან ევროპისა და ესპანეთის მოქმედი ჩემპიონია. დიახ, მათ სუპერთასზე მოვუგეთ, მაგრამ გულწრფელი უნდა ვიყო და ვთქვა, რომ ფავორიტები ისინი არიან. თუმცა, ამავდროულად, მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს იარაღი, რომლითაც მათთვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია,'' - განაცხადა ხავიმ.

ხვალ, ესპანეთის თასის ნახევარფინალში, ,,რეალი'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზეა ჩანიშნული.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 20 მარტს, კატალონიაში გაიმართება.

სხვა სტატიები