Belive

ხავი: ,,კვარაცხელია უმაღლესი დონის ფეხბურთელია''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,ნაპოლისთან'' მატჩის წინ, იტალიური გუნდის შემტევი ტრიო გამოარჩია:

,,მერვედფინალში დაბრუნება ჩვენთვის იმედისმომცემია და მეოთხეფინლაში გასვლა გვსურს! ხვალ უნდა გავაკეთოთ ის, რაზეც ბევრი ვიმუშავეთ. გასულ სეზონში ჩვენ ლა ლიგა მოვიგეთ, მათ - სკუდეტო. მატჩს ფავორიტი არ ჰყავს და შანსები 50/50-ზეა.

ნაპოლიმ მწვრთნელი საკმაოდ მოულოდნელად შეცვალა... დარწმუნებული ვარ, მათ ამისთვის შესაბამისი მიზეზი ჰქონდათ. კალცონას ამ კლუბში უკვე უმუშავია. ასეთი ცვლილების შემდეგ, მატჩისთვის მომზადება მარტივი არ არის, მაგრამ ხასიათი უნდა გამოვავლინოთ და კარგად ვითამაშოთ, რადგან იტალიის ჩემპიონებს ვუპირისპირდებით.

კვარაცხელია, ოსიმენი და პოლიტანო დიდი შემტევი ძალაა, ისინი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაცვაში კარგად ვითამაშოთ და ამ ტრიოს საფრთხის შექმნის საშუალება არ მივცეთ. ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩის გარდატეხა შეუძლიათ. ვეცდებით, ბურთი შევინარჩუნოთ, მაგრამ, ნაპოლიც, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ალბათ, იმავეს აპირებს.

ვერასდროს ვიტყვი, რომ ფრე კარგი შედეგი იქნება, რადგან ჩვენ ბარსელონა ვართ და ყოველთვის მოგებაზე ვფიქრობთ. - ხავი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ,,ნაპოლი'' კატალონიის ,,ბარსელონას'' უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები