Belive

ხავი: "ეს ჩვენთვის გამოწვევაა, რეალთან მატჩი შესაძლოა გარდამტეხი იყოს"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
12 იანვარს, ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ სტადიაზე, პრინციპული მეტოქის, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ, კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა კომენტარი გააკეთა.
"ეს ჩვენთვის გამოწვევაა, ფინალში თამაშის შესაძლებლობა. ეს მატჩი შეიძლება გარდამტეხი იყოს. ვეცდებით ჩვენი საუკეთესო მხარე გამოვავლინოთ და დაცვაში საიმედოდ ვითამაშოთ. მადრიდის "რეალი" ძალიან კარგ ფორმაშია, თუკი სატურნირო ცხრილში ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ ესპანეთის საუკეთესო კლუბია. კლასიკო არაპროგნოზირებადია, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძლიერი მხარეები და ვეცადოთ სასურველი შედეგი მივიღოთ. ჩვენ ვიცით, რომ მათი რთულ მდგომარეობაში ჩაყენება შეგვიძლია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. წინასწარმეტყველი არ ვარ, მაგრამ მაქვს პოზიტიური განწყობა. ვუყურებ ჩვენს შესრულებულ სამუშაოს ბოლო ორი თვის განმავლობაში და ვხედავ პოზიტიურ მომენტებს. ჩვენ ძალიან გავუმჯობესდით. მე ვხედავ დადებითს და წინსვლა კვლავ გვჭირდება. უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ "ბარსელონა" ვართ და ფინალში უნდა გავიდეთ. ტორესი და სხვა გამოჯანმრთელებული მოთამაშეები? ჩვენთვის კარგი ამბავია, რომ ტორესმა და პედრიმ კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი ტესტები მიიღეს და შეუძლიათ თამაში. ველოდებით ფერანის რეგისტრაციას, მაგრამ როგორც ჩანს მალე მზად იქნება. ჩვენთან ერთად არიან ფატიც და ფრენკიც. შესაძლოა, ყველა მათგანმა ვერ შეძლოს თამაში, მაგრამ გარკვეულ დროს ისინი ძალიან დაგვეხმარებიან", - თქვა 41 წლის სპეციალისტმა.
“ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” დაპირისპირება 12 იანვარს, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში შედგება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები