Belive

ხავი: ,,დეპაის წასვლის შემდეგ, ვფიქრობ, თავდამსხმელის გაფორმება დაგვჭირდება''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, განაცხადა, რომ გუნდიდან მემფის დეპაის წასვლის შემდეგ, კატალონიელებს შეტევის გაძლიერება სჭირდებათ:

,,არ ვიცი, ექნება თუ არა ჩვენს გუნდს ტრანსფერები, მაგრამ დეპაის წასვლის შემდეგ, ვფიქრობ, თავდამსხმელის გაფორმება დაგვჭირდება.

ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ეს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება,'' - ხავის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

მემფის დეპაიმ ,,ატლეტიკოსთან'' 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიმდინარე სეზონში ნიდერლანდელის ანგარიშზე კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 4 შეხვედრაში 1 გოლი იყო.

ლა ლიგის 16 ტურის შემდეგ ,,ბარსელონა'' 41 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,რეალს'' 3 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები