Belive

ხავი: "დემბელემ გვითხრა, რომ პსჟ-ში მიდის, ეს ჩემთვის ძალიან საწყენია..."

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამხანაგურ მატჩში "მილანთან" 0:1 გამარჯვების შემდეგ, "ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა - ხავიმ, ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

43 წლის ესპანელმა თავკაცმა აქცენტი უსმან დემბელეზე გააკეთა და ჟურნალისტებთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ დემბელემ "ბარსელონას" დატოვება ოფიციალურად გადაწყვიტა. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დემბელემ "მილანთან" გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო, რაც იმის მაუწყებელია, რომ იგი ესპანურ კლუბთან ერთად აშშ-ში ბოლო დღეებს ატარებს. 

"უსმან დემბელეს თაობაზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იგი კლუბს ტოვებს და პსჟ-ში მიდის. მან კონტრაქტის ყველანაირი დეტალი უკვე შეათანხმა, ასევე ესაუბრა ლუის ენრიკესა და ალ ხელაიფს.

სამწუხაროა, რომ დღეს ფეხბურთი ისეთ მდგომარეობამდე მივიდა, რომ ფულით ყველაფერი ლაგდება. დემბელეს ჩვენ იმდენს ფიზიკურად ვერ გადავუხდით, რამდენსაც პსჟ უხდის, სწორედ ამ მიზეზით მიდის დემბელე გუნდიდან.

გული ძალიან მწყდება, რადგან ჩვენ 2 წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ უსმანს კლუბში თავი ბედნიერად ეგრძნო. ეს ასეც იყო, თუმცა სამწუხაროდ, საბოლოოდ ყველაფერი სრულდება, დემბელე მიდის..." - ხავი

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელე "ბარსელონას" ისტორიაში კოუტინიოსთან ერთად ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია (€135 მილიონი). 

26 წლის ფრანგი შემტევი "ბარსელონას" ღირსებას 2017/2018 წლების სეზონიდან იცავს. მან კალატონიურ კლუბში 185 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც თავი 40 გატანილი გოლითა და 43 შესრულებული საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სხვა სტატიები