Belive

ხავი: ,,ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ!''

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,პარი სენ ჟერმენთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩი გამარჯვება ბევრს ნიშნავს. ძალიან კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით დაცვაში.

შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები გამარჯვებაში დაგვეხმარნენ. ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ!

ბევრი ვიმუშავეთ, თუმცა წინ მეორე მატჩია და ვფიქრობ, პსჟ მაინც ფავორიტად რჩება... ჩვენი აკადემიის დამსახურება უნდა აღვნიშნოთ - კუბარსი 17 წლისაა, იამალი 16-ის, პლუს ფერმინი, რომელიც პირველ გუნდს წელს შემოუერთდა. მცირე უპირატესობა გვაქვს, თუმცა ეს დიდი გამარჯვებაა!'' - ხავი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 16 აპრილს, კატალონიაში გაიმართება.

სხვა სტატიები