Belive

ხავი "ჩამშვებს" ეძებს | ბარსელონას გასახდელიდან ინფორმაცია ჟონავს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანელი ჟურნალისტის ხავი მიგელის ინფორმაციით, "ბარსელონას" შიდა სამზარეულოში სიტუაცია იმდენად არეულია, რომ ფეხბურთელები სამწვრთნელო შტაბის წევრებს არ ენდობიან. ტელეკომპანია El Chiringuito-ს ეთერში მიგელმა განაცხადა, რომ ხავი ეძებს ადამიანს, რომელსაც ინფორმაცია გარეთ გააქვს.

ერთ-ერთი შეკრება სიურეალისტური იყო. ხავიმ შეკრიბა მთელი გუნდი, შტაბი და მრჩევლები და უთხრა, რომ ტელეფონები მაგიდაზე დაეწყოთ. შემდეგ მან, ყველას ნებართვით, თითოეულ ტელეფონში შეამოწმა კონტაქტები. ის ეძებდა იმ ადამიანს, რომელსაც რაიმე სახის მიმოწერა ექნებოდა ჟურნალისტებთან - განაცხადა ხავი მიგელმა

ფეხბურთელები მიიჩნევენ, რომ ინფორმაციის გამტანი პირი სამწვრთნელო შტაბშია. გუნდის ბოლო 3 დიდ შეკრებას მხოლოდ ხავი და ფეხბურთელები ესწრებოდნენ. ხავიმ თავად დაურეკა ერთ-ერთ ჟურნალისტს და ინფორმატორის გამჟღავნება სთხოვა, თუმცა წყაროს არ გამხელის მიზეზით უარი მიიღო. საერთო ჯამში, ხავიმ ვერ მიაგნო ადამიანს, რომელიც ჟურნალისტების წყაროა და გუნდში დიდი უნდობლობაა.

ხავი სეზონის ბოლოს ბარსელონას დატოვებს და გუნდი უკვე ეძებს მწვრთნელს, რომელმაც მძიმე მემკვიდრეობა უნდა გადაიბაროს. დღეს ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩს "ნაპოლის" წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები