ლეგენდარული ესპანელი ნახევარმცველის, ხავი ერნანდესის განცხადებით, იგი ყატარულ კლუბ "ალ-სადში" უკანასკნელ სეზონს ატარებს.
"სიამოვნებით გავიმარჯვებდი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე. კარიერის დასრულება გამარჯვებულის რანგში სასიამოვნოა. 99%-ით, ეს ჩემთვის ბოლო სეზონი იქნება. მწვრთნელის კარიერაზე უნდა ვიფიქრო, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ჩემი ოცნებაა", - განაცხადა ესპანელმა.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა "ბარსელონაში" 769 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 85 გოლი გაიტანა და 182 საგოლე პასი გააკეთა. ამ პერიოდში იგი 4 ჩემპიონთა ლიგის, 8 ესპანეთის ჩემპიონატისა და 3 კოპა დელ რეის მფლობელი გახდა.