Belive

ხაბი ალონსო: "კმაყოფილი ვარ ფეხბურთელებით - სასაყვედურო რაფერი მაქვს"

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი მადრიდში, 'სანტიაგო ბერნაბეუზე' გაიმართა, სადაც რეალმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

მადრიდული გრანდი მძიმე მდგომარეობაში, ხაბი ალონსოს 'სამეფო კლუბში' დარჩენა კი კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

44 წლის ესპანელმა მწვრთნელმა სიტისთან მარცხი შეაფასა და აღნიშნა, რომ ფეხბურთლების თამაშით კმაყოფილია და საყვედურის თქმას არცერთი მათგანისთვის აპირებს.

"სამწუხაროა, რომ დღევანდელ შეხვედრაში ვერ გავიმარჯვეთ - რეალობას თვალს თუ გავუსწორებთ, უნდა აღვნიშნო, რომ დღეს მოედანზე უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, ყველამ მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ გუნდისთვის დადებითი შედეგი მოეტანა, თუმცა ამას საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი.

როდესაც რეალს წვრთნი, ამ ტიპის სიტუაციებისთვის მზად უნდა იყო, თუმცა ვთვლი, რომ დღეს სასაყვედურო საკუთარ თავთან არაფერი გვაქვს.

ჩვენი მიზანია, რომ უფრო სტაბილურები ვიყოთ ჩვენს თამაშში - ჩვენ საკმარისი ძალისხმევა გავწიეთ თამაშის ფრედ დასასრულებლად, მოთამაშეებმაც ყველაფერი გააკეთეს ამისთვის.

გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, მჯერა ყველა იმ დაბრკოლების გადავლახავთ, რასაც გავდივართ, როგორიცაა ცუდი სერია, ტრავმები...

ჩემთვის და გუნდისთვის ამ ურთულეს პერიოდში გუნდის მხარდაჭერას ვგრძნობ და მიხარია.

რაც შეეხება ჩემს პოსტიდან გათავისუფლებას, ამას მე ვერ გადავწყვეტ - მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ, რომ მომავალ თამაშში ალავესთან გუნდი ისეთ ფორმაში გავიყვანო, რომ ეს ცუდი სერია შევწყვიტოთ." - ხაბი ალონსო

აქვე შეგახსენებთ, რომ რეალმა ბოლო 8 მატჩიდან 6-ში ვერ გაიმარჯვა. ჩემპიონთა ლიგის 6 ტურის შემდეგ, 'სამეფო კლუბი' 12 ქულით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება, სიტი კი 13 ქულით მე-4 პოზიციაზე დაწინაურდა.

'სამეფო კლუბი' შემდეგ მატჩს 14 დეკემბერს, სტუმრად ალავესის წინაააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები