Belive

კევინ-პრინც ბოატენგმა საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, ვისთან ერთადაც უთამაშია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც იცით, კევინ-პრინც ბოატენგი იჯარის წესით კატალონიის "ბარსელონაში" თამაშობს. "სასუოლოს" საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა "ბარსელონას" ოფიციალურ ტელეარხთან საუბარში თავისი კარიერის მანძილზე საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა. "ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია? ზლატან იბრაჰიმოვიჩი," - თქვა კევინ-პრინც ბოატენგმა. შეგახსენებთ, რომ განელი ნახევარმცველი ზლატანთან ერთად "მილანში", 2010-2012 წლებში თამაშობდა.

სხვა სტატიები