კევინ დურანტმა პარი სენ-ჟერმენის აქციების პაკეტი შეიძინა
NBA-ს ამერიკელმა კალათბურთელმა კევინ დურანტმა პარი სენ-ჟერმენის აქციების პაკეტი შეიძინა. ფინიქს სანსის მოთამაშემ აქციების უმრავლესობის მფლობელ, Qatar Sports Investments-თან, საინვესტიციო და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
გარიგების თანახმად, დურანტი პსჟ-ს მედია და საინვესტიციო განყოფილების, Boardroom Sports Holdings-ის მეწარმე და დიდი ხნის ბიზნეს პარტნიორ რიჩ კლეიმანთან ერთად კლუბის უმცირესობის წილს შეიძენს.
ურთიერთობის ფარგლებში, Boardroom და Qatar Sports Investments კომერციული, საინვესტიციო და კონტენტ ინიციატივების ფართო სპექტრში ითანამშრობლებენ. დურანტი კლუბს მრავალმხრივ განვითარებასა და სპორტული სტრატეგიების ზრდაში დაეხმარება, მათ შორის კალათბურთში პოტენციურ გეგმებზე.
Qatar Sports Investments-ის თავმჯდომარის, ნასერ ალ-ხელაიფის განცხადება:
QSI სიამოვნებით მიესალმება კევინ დურანტს, როგორც პარი სენ-ჟერმენის აქციონერს და ჩვენი ჯგუფის სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ კლუბის და ჩვენი უფრო ფართო აქტივების ამაღლებას მაღალი გავლენის მქონე პარტნიორობების მეშვეობით, რომლებიც სტრატეგიულ ღირებულებას, ინოვაციას და გლობალურ პერსპექტივას მოიტანს.
კევინთან ერთად, ჩვენ მოუთმენლად ველით ამბიციური ინიციატივების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პარი სენ-ჟერმენისა და QSI-ის გლობალურ ზრდას - ნასერ ალ-ხელაიფი - პსჟ-ს პრეზიდენტი და Qatar Sports Investments-ის თავმჯდომარე
კევინ დურანტმა თანამშრომლობის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
ჩემთვის პატივია QSI-თან პარტნიორობა და პარი სენ-ჟერმენის კლუბისა და ქალაქის აქციონერობა. ამ კლუბს დიდი გეგმები აქვს და მოუთმენლად ველი ზრდის შემდეგ ეტაპზე გადასვლას და QSI-თან ერთად ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლას. - კევინ დურანტი - კალათბურთელი
🤝 Kevin Durant, superstar de la NBA et entrepreneur international via Boardroom Sports Holdings, investit dans le Paris Saint-Germain aux côtés de Qatar Sports Investments.
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) June 20, 2025
Cette collaboration ambitieuse prévoit une large série d’initiatives commerciales, d’investissement et de… pic.twitter.com/clLvBVXi3T