Belive

"კეთილი იყოს შენი მობრძანება, ხვიჩა" - ნაპოლიმ კვარაცხელიას ტრანსფერი გააოფიციალურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლის" ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. "კეთილი იყოს შენი მობრძანება, ხვიჩა", - წერს ნეაპოლიტანური კლუბის ოფიციალური გვერდი. 21 წლის ქართველმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მისი ტრანსფერი "ნაპოლის" 10 მილიონი ევრო დაუჯდა. რუსეთის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ხვიჩამ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მაისური მოირგო და აჭარულ კლუბს ეროვნული ლიგის 11 შეხვედრაში დაეხმარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.  

სხვა სტატიები