Belive

კერიკი: "მანჩესტერ იუნატედში მეცხრე ცაზე არიან"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნატედის" საწვრთნელ ბაზაზე და გასახდელში სიტუაცია ოლე გუნარ სოლსკიაერის მისვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გამოსწორდა, აცხადებს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და კლუბის ლეგენდა მაიკლ კერიკი. დროებითი მწვრთნელის ხელში იუნაიტედმა შესანიშნავი სტარტი აიღო და ხუთიდან ხუთი შეხვედრა მოიგო. შესადარებლად კი წინა ხუთ თამაშში იუნაიტედი ორჯერ დამარცხდა, ორჯერ ფრე ითამაშა და მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო. ამჟამად, "იუნაიტედი" ვარჯიშებს დუბაიში ატარებს და "ტოტენჰემთან" მატჩისთვის ემზადება. "ბიჭები შესანიშნავ ხასიათზე არიან. საწვრთნელ ბაზაზე მხიარული სიტუაციაა. მატჩების მოგება, სიმშვიდის, თავდაჯერებულობისა და რწმენის საწინდარია. მანჩესტერში სიხარულით მეცხრე ცაზე არიან და ეს ძალიან სასიამოვნო სანახავია. ოლეს შესანიშნავი პიროვნულობა და ხასიათი გადადის ყველა მოთამაშესა და თანამშრომლებზე - ის ძალიან პოზიტიურია. თითოეულ ფეხბურთელს ინდივიდუალურად უდგება და ფეხბურთელებისგან საუკეთესოს მიღება სურს", - განაცხადა კერიკმა.

სხვა სტატიები