Belive

კაზემირო ტრავმირებულია და ფულემთან მატჩს გამოტოვებს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ "იუნაიტედი" ასოციაციის თასზე ნიუკასლის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში 0:3 დამარცხდა, სადაც კაზემირომ ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმის დასაწყისშივე 46-ე წუთზე ერიკ ტენ ჰაგს იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია.

მატჩის შემდგომ მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა კაზემიროს ტრავმაზე ისაუბრა.

ის დაშავდა სწორედ ამიტომ მოგვიწია მისი შეცვლა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენი ხანი ვერ ითამაშებს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ შაბათს ის (კაზემირო) გუნდს ვერ დაეხმარება (ფულემთან).

აქამდე ბრაზილიელს კიდევ ერთი ტრავმა ჰქონდა, რომელიც სანაკრებო შესვენების დროს მიიღო. დაბრუნების შემდეგ, მანჩესტერული გუნდის თავკაცმა მას კაპიტნის სამკლაური გადასცა, მაგრამ ამჯერად, ისევ ტრავმა მიიღო და დაბრუნების დრო ჯერ-ჯერობით უცნობია.

სხვა სტატიები