Belive

კატარი 2022 | ევროპარლამენტის წევრი ქრთამის აღებას უარყოფს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

კატარის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალში ევროპარლამენტის წევრების სახელები ფიგურირებს: ერთ-ერთი მათგანი, ევა კაილი, ბრალდებებს უარყოფს.

ბერძნული სოციალისტური პარტიის, „პასოკის“ წევრი კორუფციის ბრალდებით ბრიუსელის პოლიციამ დააკავა. მისი და კიდევ 3 ადამიანის დაკავება შესაძლო კორუფციულ გარიგებებთანაა დაკავშირებული.

625 ხმით 1-ის წინააღმდეგ, ევა კაილის ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუჩერდა (ევროპარლამენტს 14 ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს). ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას შეფასებით, მომხდარმა ევროპულ დემოკრატიას რთული დღეები მოუტანა.

"ევა კაილი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და კატარის მხრიდან ქრთამის აღებას უარყოფს", - განაცხადა მისმა ადვოკატმა, მიხალის დიმიტრაკოპულოსმა.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600,000 ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

B9732935627Z.1_20221213142522_000GHKLRQLJT.1-0.jpeg

„კატარი კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ მცდელობას, ქვეყანა დაკავშირებული იყო არასათანადო ქცევის ნებისმიერ ბრალდებებთან“, – აღნიშნულია ევროკავშირში კატარის საელჩოს განცხადებაში.

ბელგიის პოლიციის მიერ დაკავებულთა შორის ყოფილი ევროპარლამენტარი, პიერ ანტონიო პანცერიცაა, რომელიც ამჟამად ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელია. BBC-ის თანახმად, მასთან ერთად დაკავებული 2 ადამიანი, სავარაუდოდ, ასევე იტალიელია.

ცნობილია, რომ ევა კაილი კატარის შრომის ბაზარზე არსებულ პრობლემებს იკვლევდა. სამუშაო ვიზიტით იგი კატარში იმყოფებოდა, რის შემდეგაც იქ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა.