Belive

კარლსრუემ ბუდუ ზივზივაძეს დაბადების დღე მიულოცა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს "კარლსრუემ" დაბადების დღე მიულოცა.

გერმანულმა კლუბმა ქართველ ახალწვეულს, რომელსაც 29 წელი შეუსრულდა, იუბილე ქართული ტექსტითაც მიულოცა.

მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ კლუბში ბუდუ ზივზივაძე უნგრული "ფეჰერვარიდან" 2023 წლის 31 იანვარს გადავიდა და მისი დებიუტი 23-ე ტურში, "ჰანზა როსტოკის" წინააღმდეგ სტუმრად - 2:0 მოგებულ შეხვედრაში შედგა. ის მოედანზე შეცვლაზე შემოვიდა და ჯამში 6 წუთი ითამაშა.

"კარლსრუე" 23 ტურის შემდეგ დაგროვებული 31 ქულით გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მეცხრე ადგილს იკავებს და პლეი-ოფში გასასვლელ მესამე პოზიციას 15 ქულით ჩამორჩება. შემდეგი შეხვედრა გუნდს მეორე ადგილოსანი "ჰამბურგის" წინაღმდეგ ელოდება.

სხვა სტატიები