Belive

კარლო ანჩელოტიმ დაასახელა ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალის დამარცხება შეუძლია

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კარლო ანჩელოტიმ დაასახელა ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალის" დამარცხება შეუძლია. მადრიდელები გასულ სეზონში პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტისთან" ნახევარფინალში გამოვარდნენ, მანჩესტერულმა კლუბმა კი საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა. იტალიელი სპეციალისტი ინგლისურ გუნდს ისევ ფავორიტად მიიჩნევს.

"სიტი" ფავორიტია, რადგან ჰყავს გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა და შემადგენლობა დიდად არ შეცვლილა. თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის არის სიურპრიზები.

მადრიდის "რეალი" არის გუნდი, რომელიც აპირებს ბოლომდე იბრძოლოს. ჩვენ არასდროს ვთვლით საკუთარ თავს ფავორიტებად, ჩემი აზრით "სიტიც" იგივენაირად ფიქრობს. მანჩესტერულ გუნდს ისევ შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება. - კარლო ანჩელოტი

შეგახსენებთ, ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველი ადგილით უკვე გავიდა. "რეალ მადრიდმა" C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა 6-დან 6 მოგებით. "მანჩესტერ სიტიც" 5 მოგებით G ჯგუფში პირველ ადგილზეა და დღეს ბოლო შეხვედრაში ბოლოადგილოსან სერბულ "ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები