Belive

კარლო ანჩელოტი: "თანამედროვე მწვრთნელების ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს არის..."

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

64 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ, თანამედროვე მწვრთნელების მთავარ პრობლემაზე ისაუბრა.

"შეცდომა, რომელსაც ახალი თაობის მწვრთნელები უშვებენ, არის ის, რომ ისინი ზედმეტ ინფორმაციას აწვდიან მოთამაშეებს ბურთით თამაშის შესახებ.

ეს ყველაფერი ფეხბურთელებს ართმევს კრეატიულობას. მოთამაშეს ბურთის გარეშე პოზიციონირების მოქმედება ერთია, იქ ბევრი ინფორმაცია უნდა მიაწოდო, რადგან ბურთის გარეშე ეს არის კონცენტრაცია, თავგანწირვა და კოლექტიური თამაში.

ბურთით თამაში კი დამოკიდებულია მოთამაშის შემოქმედებითობაზე. თუ ვინისიუსი ან როდრიგო თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ, როცა გუნდს ბურთი აქვს, არ ვაპირებ მათთვის თქმას, რომ დარჩნენ შიგნით. რადგან ეს არის თამაშის ინდივიდუალური ინტერპრეტაცია, რასაც ყველაზე დიდი წარმატება მოაქვს.

მე მსგავს თემებში არ ვერევი , რადგან არ მინდა ფეხბურთელებს კრეატიულობა წავართვა“.
- კარლო ანჩელოტი

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი 2021 წლიდან "მადრიდის რეალის" მთავარი მწვრთნელია. მას მსოფლიოს არაერთ გრანდში უმუშავია და იგი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მიიჩნევა.

სხვა სტატიები