Belive

კარლო ანჩელოტი: "მხოლოდ 1 ზარი კროოსისგან და ყველაფერს თავიდან დავიწყებთ"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

34 წლის ტონი კროოსმა სამი კვირის წინ განაცხადა, რომ ევრო2024-ის შემდეგ პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. "რეალში" მისი ბოლო სეზონი ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის დუბლით დაგვირგვინდა. კროოსმა ისაუბრა იმაზეც, რომ ყოველთვის ოცნებობდა კარიერა მაშინ დაესრულებინა, როცა სათამაშო ფორმის პიკზე იქნებოდა.

არავისთვისაა უცხო, რომ კარლო ანჩელოტისთვის ტონი კროოსი ერთ-ერთი უსაყვარლესი მოთამაშეა და არასდროს უშვებს შანს ხელიდან, გერმანელი შეაქოს - როგორც პიროვნულად, ასევე როგორც პროფესიონალი. ანჩელოტი არ ეშვება იმაზე ფიქრს, რომ ტონი ფეხბურთელის კარიერის დასრულებას გადაიფიქრებს და უახლოეს თვეებში ბოსს ამის შესატყობინებლად დაურეკავს.

სამწუხაროდ, კროოსმა გაჩერება გადაწყვიტა, გადაწყვეტილებებში ის გერმანელია, მაგრამ ცხოვრებას მადრიდში გააგრძელებს. მე მას უკვე ვუთხარი, თუ შემოდგომაზე პოზიციას შეიცვლის, ერთი ზარი საკმარისი იქნება და ყველაფერს თავიდან დავიწყებთ.

გერმანიას, რომელიც სახლში თამაშობს, საინტერესო გუნდი ჰყავს. 2021 წლის გამარჯვების შემდეგ, იტალიას თაობათა ცვლა აკლია, ამიტომ არ ვიცი რა შანსები გვაქვს - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ

კროოსს გაცხადებული აქვს, რომ მომავალ სეზონში ვალდებებასში მწვრთნელობას მადრიდის რეალის აკადემიაში დაიწყებს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, კროოსმა გადაწყვეტილება შეცვალოს.

სხვა სტატიები