Belive

"კარიერაში ცუდი ეტაპი გავიარე, ამის აღიარების პრობლემა არ მაქვს" - კრიშტიანუ რონალდუ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

აწ უკვე "ალ ნასრის" ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ მისი ყოფილი კლუბიდან "მანჩესტერ იუნაიტედიდან" არც ისე მშვიდობიანად წამოვიდა. პორტუგალიელის თინეიჯერობის კლუბში დაბრუნება მაინც და მაინც წარმატებული არ აღმოჩნდა. იყო შეხვედრები, როდესაც კრიშტიანუ სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, როცა მოედანზე იყო მაშინაც ვერაფრით ამახსოვრებდა გულშემატკივარს თავს. ბევრი კამათის, უკმაყოფილებისა და შენიშვნების შემდეგ, რონალდუმ "წითელი ეშმაკები" საბოლოოდ დატოვა და არაბეთის გზას გაუდგა.

ბუნებრივია, რომ ინგლისში გატარებული წლები 38 წლის ფეხბურთელისთვის გამორჩეული იყო და ამაზე ისაუბრა კიდეც.

"მანჩესტერ იუნაიტედი"? როდესაც მწვერვალზე ვართ, ხშირად ვერ ვხედავთ რა არის ქვემოთ. კარიერაში ცუდი ეტაპი გავიარე, ამის აღიარების პრობლემა არ მაქვს. ცხოვრება გრძელდება. რთულ მომენტებში მივხვდი ვინ არიან ჩემი ნამდვილი მეგობრები." - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა’’ კრიშტიანუსთან კონტრაქტი ნოემბერში გაწყვიტა, მანამდე პორტუგალიელმა ,,წითელი ეშმაკები’’ პირს მორგანთან ინტერვიუში მწვავედ გააკრიტიკა.

კრიშტიანუ რონალდუ ხვალ 23:45 საათზე ლიხტენშტეინის წინააღმდეგ ითამაშებს და ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება.

სხვა სტატიები