Belive

კარიერაში მესამედ: გია ცეცაძემ სამტრედია დატოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"სამტრედიას" ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
"გია ცეცაძემ “სამტრედია” დატოვა!კლუბი მადლობას უხდის მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში!", - წერს "სამტრედია".
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს ვაკანტურ პოზიციას. რაც შეეხება ცეცაძეს მან იმერული კლუბი კარიერაში უკვე მესამედ დატოვა. თავდაპირველად იგი გუნდში 2015-17 წლებში მუშაობდა, როცა ქვეყნის ჩემპიონის წოდებაც მოიპოვა, მეორე ჯერზე იგი გუნდს 2018 წლის ზაფხულში, ევროსარბიელზე ეხმარეობდა, მესამედ კი ამ თანამდებობაზე 2021 წლის თებერვალში დაინიშნა და გუნდში 10 თვე გაატარა. "სამტრედია" ცუდ სათამაშო ფორმაშია. გუნდს ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 30 ტურის შემდეგ 17 ქულა აქვს მოპოვებული და ბოლო 24 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო.

სხვა სტატიები