Belive

,,კარიერას აქ დავასრულებ'' - მესიმ ბოლო გუნდის შესახებ ისაუბრა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეო მესის კარიერას ,,ინტერ მაიამიში'' დაასრულებს. ამის შესახებ არგენტინელმა ფეხბურთელმა თავად განაცხადა:

,,ინტერ მაიამი ჩემი კარიერის ბოლო გუნდი იქნება. ამ მომენტისთვის გადაწყვეტილი ასე მაქვს.

ფეხბურთის თამაში მიყვარს და კიდევ უფრო დიდ სიამოვმებას ვიღებ, რადგან მესმის, რომ უფრო და უფრო ნაკლები დრო მრჩება.'' - მესი

მესი ,,ინტერ მაიამის'' 2023 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

36 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ამერიკული გუნდის მაისურით ჩატარებულ 29 შეხვედრაში 25 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა.