კარაგერი: "არსენალმა ნეიტრალური ფანებიც გადაიკიდა"
ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად სპორტის მიმომხილველი, ჯეიმი კარაგერი ამტკიცებს, რომ ჩვენ „უცნაურ ახალ სამყაროში“ აღმოვჩნდით, სადაც ნეიტრალური გულშემატკივრები, პრემიერ ლიგაშიც და კარაბაოს თასზეც, მხარს მანჩესტერ სიტის უჭერენ. კარაგერი ამბობს, რომ მიკელ არტეტას პრაგმატულმა „გამარჯვება ნებისმიერ ფასად“ სტილმა, პოლარიზებულ გულშემატკივრთა ბაზასთან ერთად, "ნებისმიერი, გარდა არსენალისა" განწყობა მოიტანა.
კარაგერი აღნიშნავს, რომ პეპ გვარდიოლასაც კი უნდა ეგრძნო, რომ ის „უცნაურ ახალ სამყაროში“ ცხოვრობს. სიტის 115 სავარაუდო ფინანსური დარღვევისა და მათი დომინირების მიუხედავად, საზოგადოების არჩევანი აღარ არის "სიტის გარდა ნებისმიერი" და ეს პარადიგმა არსენალმა ჩაანაცვლა.
ეს ცვლილება განპირობებულია არსენალის პრაგმატული სტილის მზარდი კრიტიკით, რომელზეც ბოლოს ჯონ ობი მიკელმა talkSPORT-ში გაამახვილა ყურადღება.
როდესაც ახლა არსენალის თამაშს ვუყურებ, ისინი მხოლოდ კუთხურებზე არიან დამოკიდებულნი. შენ თითქმის მილიარდი დახარჯე, მიკელ არტეტა... და მეუბნები, რომ თამაშების მოგების ერთადერთი გზა კუთხურებია? ეს სასაცილოა. - განაცხადა ჯონ ობი მიკელმა
კარაგერი აღნიშნავს, რომ ორი წლის წინ სიტისთან დამარცხების შემდეგ, არტეტამ მიატოვა გვარდიოლას ცვალებადი თამაშის „სარკისებური იმიჯის“ ძიება და მიიღო ძლიერი, თავდაცვითი სტრუქტურა, რომელიც ჟოზე მოურინიოს, ჯორჯ გრეჰემის ან დიეგო სიმეონეს „ბნელ ხელოვნებას“ მოგვაგონებს.
აღნიშნულ საკითხზე აზრი ტიერი ანრიმაც გამოთქვა და თქვა, რომ შესაძლოა არ მოგწენდეს არსენალის თამაში, მაგრამ ის აუცილებლად იმსახურებს პატივისცემას.
არსენალი კარაბაოს თასის ფინალში სიტის 22 მარტს ეთამაშება, პრემიერ ლიგაში კი, მეთოფეები ქალაქელებს 9 ქულით უსწრებენ (თუმცა ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული).