Belive

კაფუ: "პსჟ-ს ფინალში გასვლა ნეიმარის გარეშეც შეუძლია"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, კაფუ, მიიჩნევს რომ "პსჟ-ს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ნეიმარის დახმარების გარეშეც შეუძლია. ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ უკანასკნელ მატჩში პარიზულმა გრანდმა "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" ანგარიშით 0:2 დაამარცხა. გოლების ავტორები პრესნელ კიმპემბე და კილიან მბაპე გახდნენ. ამ გამარჯვებით, პარიზელებმა მეოთხედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს და კაფუს მიაჩნია, რომ პარიზული გრანდს აქვს პოტენციალი, წამყვანი ლიდერის გარეშე ევროპის უპრესტიჟულეს ტიტულს დაეუფლოს. "ცხადია ნეიმარის არყოფნა დიდი დანაკლისია, თუმცა თუკი "მანჩესტერთან" თამაშს უყურეთ, ნახავდით რომ მისი არყოფნა მოედანზე არ იგრძნობოდა," განაცხადა კაფუმ.  

სხვა სტატიები