Belive

კაპელომ ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილი იტალიელი სპეციალისტის, ფაბიო კაპელოს აზრით, მიმდინარე სეზონში ოქროს ბურთს კატალონიის ბარსელონასა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევი, ლამინე იამალი იმსახურებს:

,,გამორჩეული ფეხბურთელების რაოდენობა შეზღუდულია... თუმცა, მათ შორის უბრალოდ ბრწყინვალე მოთამაშეები არიან. თუ ჩემს არჩევანზე ვსაუბრობთ, ოქროს ბურთს ლამინე იამალს გადავცემდი.'' - ფაბიო კაპელო

მიმდინარე სეზონში ლამინე იამალის ანგარიშზე ბარსელონას მაისურით ჩატარებულ 52 შეხვედრაში 16 გოლი და 24 საგოლე გადაცემაა. 17 წლის ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბთან ერთად წელს ესპანეთის თასისა და სუპერთასის მოგება შეძლო და ლა ლიგის მოგებასთანაც ძალიან ახლოსაა.

იმ შემთხვევაში თუ იამალი ოქროს ბურთს მოიპოვებს, გახდება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ისტორიაში, ვისაც ეს ჯილდო მოუგია (ამ მომენტისთვის რეკორდი ბრაზილიელ რონალდოს ეკუთვნის - 21 წელი და 96 დღე).

სხვა სტატიები