Belive

კაპელო: ,,რეგრესი კვარაცხელიას თამაშში? სისულელეა!''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, აზრს იმის შესახებ, რომ ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშს მოუკლო, სისულელე უწოდა:

,,რეგრესი კვარაცხელიას თამაშში? სისულელეა! მისი გუნდი სულ მალე სკუდეტოს მოიგებს...'' - განაცხადა კაპელომ.

კვარაცხელიამ გოლი ბოლოს 19 მარტს, ,,ტორინოსთან'' მატჩში გაიტანა, ამავე შეხვედრაში მიითვალა ბოლო საგოლე გადაცემაც.

მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 36 შეხვედრაში 14 გოლი და 16 ასისტია.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი 31 ტურის შემდეგ სერია A-ს 78 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან ლაციოს 17 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები