Belive

კაპელო: "ფეხბურთში სამი გენიოსია, მაგრამ მათ შორის რონალდუ არაა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფაბიო კაპელომ საინტერესო განცხადება გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, ფეხბურთში სამ გენიოსს შორის კრიშტიანუ რონალდუ არ არის.
“რონალდუ არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, მაგრამ მესი გენიოსია. ფეხბურთს სამი გენიოსი ჰყავს: პელე, მარადონა და მესი. რონალდუს შეუძლია თავის გუნდს ყველაფრის მოგებაში დაეხმაროს, მაგრამ მესი გენიოსია და უფრო წინ დგას. კრიშტიანუ ჩემპიონია, მაგრამ გენიოსი არ არის. მე მესი ვნახე მაშინ, როდესაც 16 წლის იყო. მაშინაც ისეთ საოცრებებს ახდენდა, როგორსაც ახლა. ის გენიოსად დაიბადა. ” – განაცხადა კაპელომ.
 

სხვა სტატიები