კოპა ამერიკაზე კოლუმბიის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ, არგენტინის ნაკრებისადმი კრიტიკა არ წყდება. არგენტინის პრობლემებთან დაკავშირებით, ლეგენდარულმა მწრვრთნელმა, ფაბიო კაპელომაც ისაუბრა და მიზეზად გუნდის სისუსტე დაასახელა.
"მარადონას პერიოდში, არგენტინა უფრო ძლიერი გუნდი იყო. მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა მას თანაგუნდელები მხარს ვერ უბამენ. არგენტინას კარგი შემტევითი ხაზი ჰყავს, თუმცა ნახევარდაცვა და დაცვის ხაზი გრანდის დონეს არ შეესაბამება," აღნიშნა კაპელომ.