Belive

კანტე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ნ'გოლო კანტე მსოფლიო ჩემპიონატს ბარძაყის დაზიანების გამო გამოტოვებს. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფეხბურთელის ტრავმა იმდენად სერიოზულია, რომ მოედანზე დაბრუნებას მინიმუმ 3 თვე ვერ შეძლებს.

კანტე, რომელიც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, 2018 წლის მუნდიალზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

საფრანგეთი მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე, D ჯგუფში, ავსტრალიის, დანიისა და ტუნისის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. დეშამის გუნდი პირველ შეხვედრას 22 ნოემბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.


სხვა სტატიები