Belive

კანკავას და კაშიას სრული მატჩი - ვაისის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა ბრატისლავის "სლოვანმა", ირლანდიურ "შემროკ როვერსთან" - 1:2 წააგო, თუმცა ორი მატჩის ჯამში (3:2) იმარჯვა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრაში, სლოვაკური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და სრულადაც ითამაშეს საქართველოს ნაკრების მთავარმა და ვიცე-კაპიტნებმა, შესაბამისად, ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ, ამ უკანასკნელმა მატჩის 53-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. საქართველოს ეროვნული გუნდის მოქმედი და ყოფილი წევრების გუნდი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიის ბოლო 4 სეზონის ჩემპიონს, "იანგ ბოიზს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ბრატისლავაში, 20 ივლისს გაიმართება. ვაისმა, რომელიც ყოფილ გუნდს დაბრუნების შემდეგ ზედიზედ მესამედ ჩემპიონატის და მიჯრით მეორედ თასის მოგებაში დაეხმარა, საქართველოს ნაკრებს 2016 წლის მარტიდან 2020 წლის ნოემბრამდე უხელმძღვანელა და ამ პერიოდში, “ჯვაროსნებმა” 47 მატჩი გამართეს, 16 მოიგეს, ამდენივეში დამარცხდნენ და 5 ფრედ დაასრულეს. სლოვაკი სპეციალისტის თაოსნობით ეროვნულმა გუნდმა უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალამდე გააღწია, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან (0:1) დამარცხდა. ვლადიმირ ვაისი “სლოვანში” მიმდინარე წლის 11 მაისს დაინიშნა და ახალ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. გურამ კაშია, რომელსაც საქართველოს ეროვნულ გუნდში 87 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 2021 წლის ზამთარში “რკინიგზელებს” შეუერთდა და 17 შეხვედრაში 4 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, რაც შეეხება კანკავას, რომლის აქტივშიც ეროვნული გუნდის 97 მატჩში 10 გატანილი გოლიაა, ლიგა 2-ის ბინადარ კლუბში მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ 16 მატჩი ჩაატარა და რამდენჯერმე გულშემატკივრის რჩეულ ფეხბურთელადაც დასახელდა.

სხვა სტატიები