Belive

"კანკავა ნამდვილი გმირია, მას ბევრი სარგებელი მოაქვს" - სამი ქართველი ყაზახეთის ტურის სიმბოლურში 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზახურმა გამოცემა sports.k-მა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა, ტურის მწვრთნელად კი ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი კახაბერ ცხადაძე დაასახელა. "ტობოლმა" მოედნის ცენტრში მოქმედ ჩემპიონ "ასტანას" აჯობა და ამ საქმეში ნამდვილი გმირი ჯაბა კანკავა გახლდათ, რომელმაც უამრავი სასარგებლო რამ გააკეთა... ელგუჯამ თავისი ქმედებებით "ჟესტიუს" თავდაცვის ხაზი დაატერორა და თავისი გოლების ყულაბაში კიდევ ერთი მონეტა ჩააგდო... შიმკენტის მკვიდრებმა ზედიზედ ექვს შეხვედრაში მარცხი არ განიცადეს, აქედან 4 კი მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ კახაბერ ცხადაძე ჟურნალისტებს ადანაშაულებს თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირის შეცდომაში, არ შეიძლება არ გავაცნობიეროთ ამ სპეციალისტის დამსახურება "ორდაბასის" წარმატებებში", - წერს ყაზახური გამოცემა ქართველების შესახებ.
ქართველ ფორვარდს მიმდინარე სეზონში ყიზილორდიის "კაიზარის" რიგებში 12 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი, "ჯვაროსანთა" კაპიტანმა კი "ტობოლის" რიგებში 17 შეხვედრაში მეტოქის კარი ერთხელ დალაშქრა. მათი გუნდები შესაბამისად, მეხუთე და მეოთხე პოზიციებს იკავებენ. რაც შეეხება ცხადაძის "ორდაბაასს" 7 მოგებით, 3 ფრითა და 4 მარცხით გუნდი მესამე ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები