Belive

კახა ჩხეტიანი ტორპედოს აღარ გაწვრთნის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქუთაისის "ტორპედო" მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ჩხეტიანმა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. როგორც ცნობილია, ქართულ კლუბსა და სპეციალისტს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების სადუძველზე გაწყდა. შეგახსენებთ, რომ ჩხეტიანი "ტორპედოს" 2016 წლიდან წვრთნიდა. 41 წლის სპეციალისტმა საქართველოში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. ქუთაისელებმა 2017-ში ჯერ საქართველოს ჩემპიონობა იზეიმეს, შემდეგ კი, 2-2-ჯერ მოიგეს ქვეყნის თასი და სუპერთასი. ამასთან ერთად, "ტორპედო" გასული იყო ევროპა ლიგის პლეი-ოფში და ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. "ტორპედო" მადლობას უხდის კახა ჩხეტიანს გაწეული სამსახურისთვის და კარიერაში წარმატებებს უსურვებს. მადლობა ყველაფრისთვის," - დაიწერა ქუთაისური გუნდის ოფიციალურ გვერდზე.

სხვა სტატიები