Belive

კახა ჩხეტიანი: "ფეხბურთელები მაძლევენ იმედს ვთქვა, რომ წარმატებული სერია გაგრძელდება" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზედიზედ სამი მატჩის მოგების და ცხრილის სათავეში გადასვლის შემდეგ, "დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველი წრე შეაფასა. "ყველაზე მთავარია, რომ 3 ქულის მოპოვება შევძელით, მაგრამ მნიშვნელოვანი ისიც, რომ გუნდმა გამართული და ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენოს. დღეს იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მომენტები, თუმცა სასიხარულოა, რომ მატჩი გამარჯვებამდე მივიყვანეთ.  რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ყველას კარგად მოეხსენება, რომ "მერანი" გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, ვისაც ძალიან მაღალ დონეზე უთამაშია.  მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს და გულშემატკივარს მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენს გვერდში ყოფნის გამო.  მოსამზადებელი პერიოდი ხანმოკლე გამოვიდა. ჩემპიონატის დაწყების შემდეგ, გუნდს ფორმაში სრულფასოვნად შესასვლელად 8-9 მატჩის ჩატარება სჭირდება, ახლა კი კარანტინმა არ მოგვცა ამის შესაძლებლობა.  პირველი წრე მეტნაკლებად სტაბილური გამოვიდა, ცუდად დავიწყეთ, შემდეგ ხარისხი გავაუმჯობესეთ. ჩემი ფეხბურთელები მაძლევენ იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ეს წარმატებული სერია გაგრძელდება. ვიცი, რომ მაქსიმალურად ვიშრომებთ და ბოლომდე დავიხარჯებით", - თქვა ჩხეტიანმა. მეცხრე ტურის შეხვედრაში, "დინამომ" თბილისის "მერანს", "მიხეილ მესხი 2-ზე" გამართული დერბი დავით კობოურის და საიმონ ბენიოს გოლების მეშვეობით - 2:1 მოუგო.

სხვა სტატიები