Belive

კაკაბაძე: "ლუცერნი ჩემს გულში დარჩება"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოთარ კაკაბაძე ესპანეთში დაბრუნდა - ქართველი ფეხბურთელი "ტენერიფეს" ოფიციალურად შეუერთდა. 25 წლის მარჯვენა მცველი "ლუცერნს" სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით დაემშვიდობა.
"ოფიციალურად, დღეიდან აღარ ვარ ლუცერნის წევრი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბს და კლუბის ყველა წევრს. დიდი სიამოვნება იყო თქვენთან მუშაობა. გისურვებთ წარმატებებს მიმდინარე და მომდევნო სეზონებში. "ლუცერნი" სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში," - დაწერა კაკაბაძემ.

ოფიციალურად, დღეიდან აღარ ვარ ლუცერნის წევრი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბს და კლუბის ყველა წევრს. დიდი სიამოვნება...Posted by Oto Kakabadze on პარასკევი, 25 სექტემბერი, 2020

სხვა სტატიები