საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კაკაბაძე ესპანეთში ბრუნდება.
ქართველი მარჯვენა მცველი კარიერას ესპანურ "ტენერიფეში" გააგრძელებს, რომელიც ლა ლიგა 2-ში გამოდის.
25 წლის ფლანგელმა შვეიცარიული "ლუცერნი" დატოვა და ახალ გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ეს კაკაბაძისთვის კარიერაში მეორე ესპანური კლუბია, 2016-18 წლებში იგი "ხიმნასტიკში" ირიცხებოდა.
წინა სეზონში "ტენერიფემ" ლა ლიგა 2-ში მე-12 პოზიცია დაიკავა მიმდინარე გათამაშებაში კი თითო-თითო მოგება და მარცხი აქვს.