Belive

კაკა: "რონალდოს ბრაზილიაში უყურებენ, როგორც უბრალოდ მსუქან კაცს..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, 2009 წლის ოქროს ბურთის მფლობელი - კაკა, ბრაზილიის მოსახლეობაზე გაბრაზებულია და უკმაყოფილებას გამოთქვამს.

კაკას გაბრაზების მიზეზი კი ის არის, რომ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, კაკას აზრით ბრაზილიელები ლეგენდარულ ფეხბურთელებს ვეღარ აფასებენ.

"უცნაურია ამის თქმა, მაგრამ ბევრი ბრაზილიელი ბრაზილიას არ უჭერს მხარს. მე არ მინდა ის ფაქტი დავიჯერო, რომ როდესაც რონალდო ("კიჭა") ქუჩაში გაივლის, ბრაზილიელები მას ისე უყურებენ, როგორც უბრალოდ მსუქან კაცს".

ახლა ბრაზილიაში ბევრი ადამიანი საუბრობს ნეიმარზე, მაგრამ მხოლოდ უარყოფითად. ეს შეიძლება პოლიტიკის გამო იყოს, მაგრამ ჩვენ ბრაზილიელები ზოგჯერ ვერ ვაცნობიერებთ ჩვენს ნიჭს".

FjevHGvWIBE7f9G

"რა თქმა უნდა, ბევრ ბრაზილიელს უყვარს რონალდო, მე ვგიჟდები მასზე, მაგრამ როგორც სცემენ ბრაზილიაში და მის ფარგლებს გარეთ პატივს, მე მის მიმართ უფრო მეტ პატივისცემას ქვეყნის გარეთ ვხედავ, ვიდრე აქ".

სხვა სტატიები