Belive

კაკა: ,,მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ნეიმარი იქნება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კაკამ, მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ,,სელესაოს'' პოტენციურ ლიდერზე ისაუბრა:

,,ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ნეიმარი იქნება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მის გვერდით ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, როგორიც ვინისიუსია.

წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიმარი მთავარი გმირი იყო, მაგრამ ახლა ჩვენ ვინი, რაფინია, რიშარლისონი და ანტონი გვყავს. ისინი უკვე ახალბედა ფეხბურთელებად არ ითვლებიან, რადგან ნაკრების აწმყოს წარმოადგენენ,'' - კაკას სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთთან, შვეიცარიასთან და კამერუნთან ერთად იასპარეზებს.

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები პირველ შეხვედრას 24 ნოემბერს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავენ.

2018 წლის მუნდიალზე ტიტეს გუნდი მეოთხედფინალში ბელგიასთან 1:2 დამარცხდა.

სხვა სტატიები