კაირატმა 4,292 მილი გაიარა | ყველაზე დიდი მანძილი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში
ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში, ლისაბონის სპორტინგმა საკუთარ მოედანზე ალმაატის კაირატს უმასპინძლა და მეტოქე მარტივად, 4:1 დაამარცხა.
მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო გიორგი ქოჩორაშვილმა და ტრინკაუს, პირველი გოლის დროს, საგოლე გადაცემაც გაუკეთა, რაც მისი პირველი საგოლე მოქმედება იყო როგორც ახალ გუნდში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.
ამ მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა - კერძოდ, კაირატმა სამშობლოდან, ლისაბონში ჩასაფრენად 4,292 მილი (6. 907 კმ) დაფარა. მათ ექვსი დროის სარტყელი გადაკვეთეს. ეს ტურნირის ისტორიაში ყველაზე გრძელი გასვლითი მოგზაურობაა.
The biggest distance between two sides facing each other in the history of the Champions League! 🗺️🤯
— Match of the Day (@BBCMOTD) September 18, 2025
Kairat have travelled 4,292 miles from their stadium in Kazakhstan to Sporting's home in Portugal - that would be a 92-hour journey if you drove in a car! 😅 pic.twitter.com/nA0xKVXyXQ
4,292 - Kairat have travelled 4,292 miles from their Almaty Central Stadium in Kazakhstan to Sporting CP's Estádio José Alvalade in Lisbon, Portugal for this game, the biggest distance between two sides facing each other in the history of the UEFA Champions League. Haul. pic.twitter.com/XH3LnGmJpB
— OptaJoe (@OptaJoe) September 18, 2025
ასე და ამგავარად, ყაზახურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიის დაწერა უკვე შეძლო...
კაირატი შემდეგ ჩემპიონთალიგურ მატჩს 1 ოქტომბერს, მადრიდის რეალის წინააღმდეგ, სანტიაგო ბერნაბეუზე გამართავს.